-
- გაკვეთილი 7: როგორ მოქმედებს თვითორგანიზება სამუშაო შედეგებზე 4 წუთი საკითხავი
- გაკვეთილი 8: როგორ გავხდეთ თვითმართვადი თანამშრომელი 3 წუთი საკითხავი
- გაკვეთილი 9: როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა სამსახურში? 3 წუთი საკითხავი
- გაკვეთილი 10: პროდუქტიულობის ხელსაწყოები 4 წუთი საკითხავი
- გაკვეთილი 11: პრობლემების გადაჭრის ტექნიკები 5 წუთი საკითხავი
-
თქვენი პროგრესი
მიიღეთ თქვენი სერტიფიკატიგაკვეთილი 11: პრობლემების გადაჭრის ტექნიკები
არავის უყვარს პრობლემები, განსაკუთრებით სამსახურში. თუმცა ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო რუტინის ნაწილია. ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ 5 ყველაზე გავრცელებულ, გამოცდილ პრობლემების გადაჭრის ტექნიკაზე, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ მარტივად გადაჭრათ რთული სიტუაციები სამსახურში ან თქვენს პირად ცხოვრებაში.
-
ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ
დავიწყოთ საბაზისოთი. რაც არ უნდა ცუდი იყოს პრობლემა, რაც არ უნდა სერიოზული იყოს სიტუაცია, ერთი მარტივი რამის გაკეთება შეგიძლიათ — ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
ადამიანების უმეტესობა იძაბება პრობლემის ხსენებისთანავე. მათ ჰგონიათ, რომ პასუხი მაშინვე უნდა მოიფიქრონ, ეძებენ დამნაშავეს და სწრაფი და მარტივი გამოსავალი სურთ. უცებ, პრობლემასთან შეხება თავად ხდება პრობლემა.
სწორედ ამ მიზეზით მნიშვნელოვანია, შეანელოთ ტემპი და ისუნთქოთ. როცა დაძაბულები ვართ, ერთ კრიტიკულ შეცდომას ვუშვებთ — მივმართავთ ეგრეთ წოდებულ ბინარულ პრობლემის გადაჭრას. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვზღუდავთ ჩვენს ვარიანტებს პრობლემების დადასტურებული გადაწყვეტების ცდით, ნაცვლად იმისა, რომ ვცადოთ რაიმე ახალი და უფრო ეფექტიანი.
-
დასვით შესანიშნავი კითხვები, როგორც პრობლემის გადაჭრის პირველი ეტაპი
კითხვების დასმა პრობლემის გადაჭრის წინა ეტაპის ნაწილია. როცა კითხვებს სვამთ, თქვენს ტვინს შეუძლია, მოიფიქროს სხვადასხვა სცენარი და გადაწყვეტილების მიღების გზა. რაც უფრო მეტ კითხვას სვამთ, მით უფრო ადვილი იქნება თქვენი პრობლემის გადაწყვეტის პოვნა.
-
ნუ დაენდობით მხოლოდ საკუთარ თავს
ვიცით, რომ ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ მოგვისმინეთ. ერთ-ერთი მრავალი მიზეზი, თუ რატომ ჩნდება პრობლემები და უგადაწყვეტელი რჩება, ისაა, რომ ზედმეტად ზარმაცები ან დაკავებულები ვართ, რომ მათგან დავიშოროთ თავი. სხვა სიტყვებით, უბრალოდ ჩვენი პერსპექტივიდან ვფიქრობთ, ნაცვლად იმისა, რომ განზე გავიხედოთ და უფრო დიდი სურათი დავინახოთ.
მაგალითად, თუ ჩვენს ინდუსტრიაში ხართ (SaaS), შესაძლოა გქონდეთ სიტუაცია, როცა ადამიანები რეგისტრირდებიან თქვენს აპში და საცდელი პერიოდის შემდეგ ქრებიან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სცადოთ თქვენს ვებსაიტზე მეტი ტრაფიკის მოზიდვა, მაგრამ სხვა რამის გაკეთებაც შეგიძლიათ. აი, რამდენიმე კითხვა, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ:
- შეიცვალა ჩემი ბიზნესის ინდუსტრია?
- ჩემი აპი ნამდვილად აკმაყოფილებს ჩემი კლიენტების საჭიროებებს?
- ჩემი გაყიდვების სტრატეგია გაუმჯობესებას საჭიროებს?
დასკვნა: შეხედეთ დიდ სურათს, სანამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას შეეცდებით.
-
გააკეთეთ სერიოზული ბრეინსტორმინგი, რომ დაეხმაროთ პრობლემების გადაჭრას
ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ბრეინსტორმინგის სესიაა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბრეინსტორმინგის სესიის წინაპირობა არაგამკიცხავი, მეგობრული გარემოა.
ახლა, თუ გსურთ ბრეინსტორმინგი პროფესიონალივით, შემდეგი ნაბიჯების გადადგმა გჭირდებათ.
-
HMW ანუ „როგორ შეგვიძლია“
დაიწყეთ სესია კითხვით, როგორიცაა „როგორ შეგვიძლია…“, რომ თქვენს გუნდში კრეატიულობა შთააგონოთ. კითხვა უნდა იყოს საკმარისად ღია, რომ შთააგონოს და გააძლიეროს კრეატიულობა. თუმცა ის ასევე უნდა იყოს საკმარისად ფოკუსირებული და ვიწრო, რომ სესიის მონაწილეები მოცემულ პრობლემაზე ფოკუსირებულები დარჩნენ.
-
ჩაწერეთ ყველაფერი
თქვენი ბრეინსტორმინგის სესიის ყოველმა წევრმა უნდა ჩაწეროს თავისი ყველა იდეა, დაფაზე ან წებოვან ჩანაწერებზე. როგორც კი ყველა თქვენი იდეა გექნებათ, დაალაგეთ ისინი საერთო დაფაზე. თუ საკმარის იდეას ვერ მოიფიქრებთ, გაიმეორეთ სესია იმავე კითხვით.
-
განიხილეთ თქვენი იდეები
გამოიყენეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მომწონს…“, „ვისურვებდი…“, „რა იქნებოდა, თუ…“ და სხვა, რომ განიხილოთ თითოეული იდეა, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მოიფიქრეთ.
-
აირჩიეთ საუკეთესო იდეები
ახლა, როცა ყველა თქვენი იდეა ერთ ადგილასაა, დროა, იპოვოთ საუკეთესო. მაგალითად, შეგიძლიათ, მისცეთ მონაწილეებს საშუალება, ხმა მისცენ წებოვანი ჩანაწერებით. ასევე შეგიძლიათ, შექმნათ იდეების კალათები, როგორიცაა „რაციონალური არჩევანი“, „საუკეთესო გადაწყვეტა ყველასთვის“ და სხვა.
ამ მიდგომის გამოყენებით, შეძლებთ, შეინახოთ ზოგიერთი იდეა, რომელიც თავიდან გიჟურად გეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში დიდ აზრს იძენს გრძელვადიან პერსპექტივაში.
-
გამოიმუშავეთ პრობლემების გადაჭრის სტრატეგიები
ამ ეტაპზე გაქვთ თქვენი საუკეთესო ბრეინსტორმინგის იდეები. ეს არის დრო, აირჩიოთ საუკეთესო და მოიფიქროთ გეგმა, თუ როგორ გააცოცხლოთ ისინი.
-
HMW ანუ „როგორ შეგვიძლია“
-
5 „რატომ“
როცა სწრაფად გსურთ, ჩასწვდეთ პრობლემის ფესვს, გამოსცადეთ ეს ტექნიკა. სულ რაც უნდა გააკეთოთ, არის კითხვის „რატომ“ ხუთჯერ დასმა. დაიწყეთ მოცემული პრობლემით და იკითხეთ, რატომ მოხდა ის, დარწმუნებული, რომ თქვენი პასუხი ობიექტურია. გააგრძელეთ „რატომ“-ის კიდევ ოთხჯერ დასმა. რაღაც მომენტში მიაღწევთ თქვენი კითხვის ჭეშმარიტ პასუხს და შეგიძლიათ, გადაწყვეტის ძებნა დაიწყოთ.
ამ ტექნიკის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ ყოველ „რატომს“ რაციონალური, ობიექტური პასუხი გასცეთ. დაებრძოლეთ სურვილს, უპასუხოთ თქვენი თვალსაზრისიდან. ამის ნაცვლად, დაფიქრდით ლოგიკურ მიზეზზე, თუ რატომ მოხდა რაღაც. გახსოვდეთ, იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცით, ბევრად უკეთესია, ვიდრე სუბიექტური პასუხის გაცემა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ პრობლემები მუდმივად ხდება და მომავალშიც მოხდება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გადაჭრით მათ, და ახლა უკვე იცით, როგორ შეგიძლიათ ეს!