/ 11 დასრულებული

ინფოხატულა

დაასრულეთ კურსი სერტიფიკატის მისაღებად.

გაკვეთილი 9: როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა სამსახურში?

როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა სამსახურში?

დღეში საათების შეზღუდული რაოდენობაა, და თქვენი დროის მაქსიმალურად გამოყენება რთულია. თქვენი პროდუქტიულობის გაზრდის მხოლოდ ორი გზა არსებობს — ან მეტ საათს დებთ, ან ჭკვიანურად მუშაობთ. მეორის კეთება ყოველთვის უფრო ჭკვიანური იდეაა.

  • პროდუქტიულობის ყველაზე პოპულარული დამბლოკავი მრავალამოცანიანობაა — რამდენიმე დავალების ერთდროულად კეთება იმ განზრახვით, რომ ნაკლებ დროში მეტი გავაკეთოთ. კვლევის მიხედვით,, ადამიანების მხოლოდ 2% არის დახელოვნებული მრავალამოცანიანობაში, დანარჩენ 98%-ს კი ის არ გამოსდის. როცა მრავალამოცანიანობთ, თქვენი ყურადღება რამდენიმე ელემენტს შორის იყოფა, ეს კი პროდუქტიულობას 40%-მდე ამცირებს. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი ერთდროულად გააკეთოთ, სრული ყურადღება დაუთმეთ ერთ დავალებას ერთ ჯერზე; და მეორე დავალებაზე ფოკუსირდით მხოლოდ პირველის დასრულების შემდეგ.

  • კიდევ ერთი რამ, რაც პროდუქტიულობას ბლოკავს, არის ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება. დარწმუნებული ვარ, არის დავალებები, რომლებსაც სხვა გუნდის წევრები წარმატებით შეასრულებენ. ჩადეთ ცოტა დრო სხვების სწავლებაში და ის ძალიან სწრაფად ანაზღაურდება.

  • განმეორებადი დავალებები, როგორიცაა კონტენტის წერა, ზარები, წერილებზე პასუხის გაცემა, შეიძლება ერთად დაჯგუფდეს. მსგავსი აქტივობების პაკეტებად დასრულება დროის დაზოგვაში ეხმარება.

  • ჩვენ, როგორც ადამიანები, ცუდი შემფასებლები ვართ, ჩვეულებრივ არასწორად ვაფასებთ, რამდენი სამუშაო შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულ დროში. მარტივი გადაწყვეტაა, აირჩიოთ 3 საქმე, სრული ყურადღებით ფოკუსირდეთ მათზე და შემდეგ აირჩიოთ მომდევნო სამი. ეს დაგეხმარებათ, მიღწევის შეგრძნება მიიღოთ და ასევე დაასრულოთ საჭირო დავალებები ვადებში.

  • თანამშრომლები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ზოგჯერ არასწორ პრიორიტეტებზე ფოკუსირდებიან. კარგი იდეაა დავალებების პრიორიტეტიზაცია, მაგალითად, შეეცადეთ, ყველაზე დროტევადი დილისთვის დაგეგმოთ, რომ საკმარისი დრო გქონდეთ მათ დროულად დასასრულებლად. უფრო პატარა ან ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებები სამუშაო დღის ბოლოსთვის შეიძლება შეინახოთ.

  • თვითდისციპლინა უნარია, რომელიც პრაქტიკით შეიძლება განვითარდეს და გაუმჯობესდეს. უნდა აღიაროთ თქვენი სისუსტეები და გქონდეთ მკაფიო გეგმა, თუ როგორ დაძლიოთ ისინი. დაიწყეთ პატარა ნაბიჯების გადადგმა, დასაწყისში, სავარაუდოდ, უხერხულად იგრძნობთ თავს, მაგრამ გახსოვდეთ, არასდროს დანებდეთ! არ დაგავიწყდეთ, საკუთარი თავის მოტივირება — ის თქვენს მიზნამდე მიმავალ გზაზე შეგინარჩუნებთ.

რვა საათი ოფისში ბევრად უფრო სწრაფად გადის, ვიდრე სახლში. ყოველდღიური საოფისე ცხოვრების რუტინა და სტრუქტურა, ე.ი. გაღვიძება, გასეირნება, მომზადება, მგზავრობა — სწორედ ეს გინარჩუნებთ პროდუქტიულს, რადგან ის გატყუებთ, თითქოს პატარა დავალებები სრულდება. სახლიდან მუშაობისას ჩვენი რუტინა ირღვევა, რაც ხელისშემშლელ ფაქტორებს ზრდის. ამის დასაძლევად უკეთესია, სათანადო დილის რუტინა გქონდეთ და რეგულარული შესვენებები გააკეთოთ, როგორც ოფისიდან მუშაობისას გააკეთებდით.

ბონუსი:

პროდუქტიულობის ჩეკლისტი

ვიქტორინა

მიიღეთ თქვენი სერტიფიკატი
დახურვის ხატულა